დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

26-09-2023 12:47:09

ვარკეთილის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ბინებთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს მუნიციპალიტეტისგან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც გადაეცემა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.

 

ადგილობრივ მცხოვრებლებს ბინის გასაღები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა და ახალი საცხოვრებელი ფართები მიულოცა.

 

მიხარია, რომ როგორც თბილისის მერი და როგორც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, დღეს სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბის მონაწილე ვარ - ამბის, რომელიც კონკრეტული ოჯახებისთვის სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია

 

ყველა კარგად ხედავს, ქალაქში რამდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი  ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მთავარი დაუმთავრესი მაინც არის ის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ არცერთ ოჯახს არ უწევდეს ავარიულ საცხოვრებელ სახლებში შიშითა და დაძაბულობით ცხოვრება.

 

თბილისში, სამწუხაროდ, 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული.დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად შევძლებთ ამ კორპუსების ჩანაცვლებას ახალითანამედროვე საცხოვრებელი სახლებით

 

ჩვენ 2017 წელს დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. ცხადია, ყველა შენობის ჩანაცვლება მოკლედროში ვერ მოხერხდება, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს პროგრამა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს პროექტი არის ბიზნესისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი

 

სახეზე გვაქვს მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის  შედეგი - ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარემიწის ნაკვეთზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა 2019 წელს გამოვაცხადეთ დაგამარჯვებულმა კომპანიამვარკეთილი დიველოფმენთმა“, თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორისაცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში, მუნიციპალიტეტს გადმოსცა 7 545 კვადრატული მეტრი ფართი. დაახლოებით 142 ბინა არის თეთრი კარკასისმდგომარეობით.

 

დღეს ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. ბინებთან ერთად, მუნიციპალიტეტისგან მათ გადაეცემათსარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია. რაც შეეხება დარჩენილ 107 ბინას, მათ ასევე, ვარკეთილისტერიტორიაზე, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს გადავცემთ.

 

ყველას გილოცავთ ამ დიდ სიხარულს. სახლი მხოლოდ ადგილი არ არის, ისსიმყუდროვის შეგრძნებაა. ამიტომ, მინდა, ყველას დაგიბრუნდეთ ესშეგრძნება, იგრძნოთ თავი დაცულად და უსაფრთხოდ; მშვიდად გაზარდოთშვილები, შვილიშვილები და იყოთ ბედნიერი. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვერდითდაგიდგეთ და ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, გავაგრძელოთ ზრუნვაჩვენი ქალაქის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ

 

კახა კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისადა უსახლკაროების ბინებით დაკმაყოფილების საკითხს

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლითავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, თბილისისსაკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და სამშენებლოკომპანიაარქისდამფუძნებელი ილია წულაია

 

ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებისმიზნით, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინტერესთაგამოხატვა თბილისის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა, რომელშიც კომპანიავარკეთილი დიველოფმენთმაგაიმარჯვა

 

თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ აიღო ვალდებულება, 7 545 კვადრატული მეტრი ჯამური ფართისმქონე ბინები, თეთრი კარკასის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტისთვისგადაეცა

 

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტმა კომპანიისგანორი საცხოვრებელი კორპუსის ფარგლებში, ჯამში, 142 ერთეული ბინა მიიღო. დარჩენილი 107 ბინა, ასევე, ვარკეთილის ტერიტორიაზე, ავარიულკორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემა.



 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები