დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვარკეთილაირის“ აბონენტებს „თბილისი ენერჯი“ ემსახურება - სემეკი

„ვარკეთილაირის“ აბონენტებს „თბილისი ენერჯი“ ემსახურება - სემეკი

06-02-2025 13:26:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)  საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმსჯელა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილის შეძენა და მთლიანი აქტივის  - გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადატანა.

შპს „ვარკეთილაირის“ 18 200 აბონენტს შპს „თბილისი ენერჯი“ უწევს მომსახურებას.  აღნიშნულ აბონენტებზე ვრცელდება შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი ტარიფები (53,971 თეთრი/კუბ.მ) ნაცვლად შპს „ვარკეთილაირისთვის“ დადგენილი ტარიფისა (57,061 თეთრი/კუბ.მ). 

შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებდა ვარკეთილისა და პატარა ლილოს დასახლებებში.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები