ვალის აღება არ არის ცუდი თუ კი ის ხმარდება განვითარებას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. კაკაურიძის განმარტებით, მხოლოდ გადასახადების დაფინანსების შემთხვევაში სწრაფად ვერ მივაღწევთ იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და იმ აუცილებელ განვითარებას, რაც ქვეყანას სჭირდება.
„ჩვენ ვალის მაჩვენებელი ყოველთვის მდგრადი გვქონდა, იყო 40%-ზე დაბლა. ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ციფრებში საკმაოდ დიდი ვალი აქვთ, მაგრამ აქვთ იმხელა ეკონომიკა, რომ ამ ვალის მომსახურება შეუძლიათ. მთავარია, რომ ის მშპ-სთან მიმართებაში უსაფრთხო დონეზე იყოს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 40%-ი. შეიძლება რიგი ქვეყნების შემთხვევაში გაცილებით მაღალიც იყოს, დღეს ჩვენი რისკების და ეკონომიკის მიხედვით არის მშპ-ს 40%-ი.
სამწუხაროდ პანდემიის დროს ავცდით, თუმცა 2 წლიან პერიოდში შესაძლებელი გახდა ფინანსური კონსოლიდაციით, ხარჯების მაქსიმალური შემცირებით და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მივიღეთ უკვე 40%-ზე დაბალი ნიშნული.
და ჩვენი მთავარი მიზანია და სტრატეგიაში ეს გაწერილი გაქვს, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა შევამციროთ საგარეო ვალის წილი, გადავიდეთ უფრო შიდა ვალზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ეს 40%-იანი ნიშნული გარკვეული პერიოდის შემდეგ გვქონდეს უფრო მაღალი, რადგანაც არ ვიქნებით ერთმნიშვნელოვან რისკზე რაც არის ვალუტის ცვლილება ჩვენს ეკონომიკას მოუხსნის და სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ახლა ნაბიჯებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
უახლესი