კვარიათში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსი Litz Resort • ლიც რეზორტი, რომელიც სასტუმრო კომპლექსს უამრავ გამაჯანსაღებელ, გასართობ და დასასვენებელ ობიექტს აერთიანებს, მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტ დამსვენებელს ელოდება და პოზიტიური მოლოდინები აქვს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Litz Resort-ის გენერალური მენეჯერი ლადო მიქალაძე აცხადებს, უცხოელი სტუმრების და ჯავშნების რაოდენობა წელს 20-30%-ითაა გაზრდილი. რეზორტის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ Litz Resort-ი უცხოეთის ბაზრებზე აქტიურობას ცდილობს და ამისათვის სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში აქტიურად მონაწილეობს.
„გასულ წელთან შედარებით მიმდინარე ეტაპზე პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია და წელს უფრო კარგი სეზონის მოლოდინში ვართ.
ამისათვის ხშირად დავდივართ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე და გამოფენებზე და ვცდილობთ, რომ Litz Resort-ით მეტი დავაინტერესოთ და საზღვარგარეთის ბაზრებზე სასტუმროს პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ამის შედეგია ისიც, რომ უკვე უცხოელი დამსვენებლების და წინასწარი ჯავშნების რაოდენობა Litz Resort-ის მაგალითზე 20-30%-ითაა გაზრდილი“, - ამბობს ლადო მიქალაძე.
მისივე განმარტებით, Litz Resort-ი მოთხოვნადია ასევე ქართველ დამსვენებლებშიც, რადგანაც ბაზარზე საკმაოდ მისაღები ტარიფებით ოპერირებს.
„ქართულ ბაზარზე საკმაოდ ლოიალური ფასები გვაქვს და ამიტომ საკმაოდ ბევრი ქართველი დამსვენებელი გვყავს. რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს აქტიურობაა გალფის და ევროპის ქვეყნებიდან დამსვენებლები“, - ამბობს Litz Resort-ის გენერალური მენეჯერი.
Litz Resort-ი გათვლილია ყველა ასაკის და ინტერესის მქონე ადამიანზე
„უცხოელების პარალელურად გაზრდილია ქართველი დამსვენებლების რაოდენობაც, რადგანაც ძალიან ხშირად ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის აქციებს, პრომოუშენებს, რითაც აქტიურად სარგებლობენ ჩვენი სტუმრები“, - ამბობს ლადო მიქელაძე.
ირკვევა, რომ გასული წლის ივნისში Litz Resort-ის დატვირთულობა 30-40%-ს შეადგენდა, წელს კი უკვე 80%ს ზემოთაა.
Litz Resort-ი 4 სეზონზე გათვლილი კურორტია.
Litz Resort-ი ეს არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
როგორც Litz Resort-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს 16 დონიანი შენობა იმდენად ორგანულად არის შერწყმული მთის კონტურთან, რომ შორიდან მხოლოდ თანამედროვე „სვანური“კოშკია შესამჩნევი. შენობა მთის კიდეზეა განლაგებული და არაჩვეულებრივ, 360° -იან ხედს იძლევა ქალაქ რიზე-დან ( თურქეთი) ბათუმამდე, ხოლო კარგ ამინდში მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი. რეზორტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 კმ-ით არის დაშორებული, აქვს სტუმრების აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი და აქვს საკუთარი ჰელიპორტიც.
აქაური ჰავა არის ზღვისა და მთის ჰაერის ნაზავი, რაც ზაფხულში 7 -8°C-ით უფრო გრილ და ნაკლებად ნესტიან გარემოს განაპირობებს. აქ ყოველთვის უბერავს სასიამოვნო ზღვის ნიავი, რაც დამსვენებლებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.
სასტუმროს ყველა - 101 ოთახს აქვს ზღვის სრული ხედი, ზოგ ოთახს ეს ხედი ორი მხრიდან, ზოგს კი ოთხივე მხრიდან აქვს. რეზორტი გარშემორტყმულია ულამაზესი ტყით, რომელშიც გაყვანილია ფეხით და ცხენით სასეირნო ბილიკები.
„ჩვენი მიკროავტობუსები რეგულარულად მოძრაობს ჩვენს ზღვისპირა კლუბამდე, რომელიც კურორტ კვარიათშია, სასტუმროდან 10 წუთის სამგზავრო დისტანციაზე.
სასტუმროს აქვს ავტოფარეხი 40 მანქანაზე, და დამატებით 70-მდე მანქანის განთავსებაა შესაძლებელი ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია Litz Resort-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
10 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი