NDI-ის კვლევის თანახმად, უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია.
კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც თქვენს ქალაქსა და სოფელს აწუხებს, გამოკითხულთა 22% უსახლკარო ცხოველებსა და გზებს ასახელებს, სუფთა ქუჩებს 15%, ხოლო საგზაო მოძრაობას 14%.
უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ქალებს აწუხებთ. სხვა ტიპის დასახლებებთან შედარებით, თბილისს მეტად აწუხებს საგზაო მოძრაობა, ჰაერის დაბინძურება და საზ. ტრანსპორტი.
2020 წლის მერე, უსახლკარო ცხოველების პრობლემის მნიშვნელობა გასაკუთრებით არის გაზრდილი
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა