დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
USAID-ის მხარდაჭერით Skillwill-ი აგრძელებს სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვას

USAID-ის მხარდაჭერით Skillwill-ი აგრძელებს სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვას

15-07-2024 16:00:00

რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტი „სქილვილი“, სწავლების ინოვაციური მეთოდებით, მომავლის პროფესიონალებს ზრდის და სტუდენტებს დასაქმებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ინსტრუმენტით უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა და კარიერული წარმატების ხელშეწყობა „სქილვილის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ყოვლისმომცველი 3-კომპონენტიანი სწავლების თანამედროვე მეთოდით, „სქილვილი“ არა მხოლოდ სტუდენტების პროფესიულ განათლებაზე აკეთებს ფოკუსს, არამედ ხაზს უსვამს „რბილი უნარების“ განვითარების მნიშვნელობას.

„სქილვილისთვის, როგორც რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტისთვის, ტექნიკური ცოდნის მიცემის გარდა, უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტების კარიერულ განვითარებასა და მათ დასაქმებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით, კარიერული ზრუნვის მენეჯერები სტუდენტის კურსზე რეგისტრაციის დღიდან ერთვებიან თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური პორტფოლიოების მომზადებაში და მიჰყვებიან სტუდენტს კურსის დამთავრების შემდეგ კიდევ 6 თვე, რათა ხელი შეუწყონ შესაბამისი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში.” - კონსტანტინე შუბითიძე, ონლაინ ნეო უნივერსიტეტ „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი.

„სქილვილის“ სტუდენტების რეიტინგსისტემის მიხედვით, ტოპ სტუდენტების მაჩვენებლები გამოითვლება. რეიტინგი განისაზღვრება როგორც თეორიული ტესტირების, ისე პრაქტიკულ პროექტებში ჩართულობის საფუძველზე. ყველა კურსზე ტოპ სტუდენტების დასაქმების ვალდებულებას „სქილვილი“ საკუთარ თავზე იღებს. ICT სექტორის სპეციფიკასა და მომხიბვლელობას ის განაპირობებს, რომ ბაზარზე შესაბამის კადრებზე მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე მიწოდება. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები უშუალოდ სწავლის პერიოდში საქმდებიან. აღსანიშნავია, რომ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ „სქილვილსა“ და USAID-ის პროგრამას

„დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” შორის თანამშრომლობა გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, „სქილვილი“ აგრძელებს სწავლების ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას და ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის უმოკლეს დროში ციფრული და ტექნოლოგიური პროფესიების ათვისების შესაძლებლობას იძლევა. პროექტს უკვე არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა შორისაა ანა ქუმსიაშვილი: “როცა სწავლა დავიწყე, ამ სფეროში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა. „სქილვილმა“ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, სახლიდან გაუსვლელად, ნულიდან დავუფლებოდი ჩემთვის საოცნებო პროფესიას. პროფესიონალი ხელმძღვანელობის წყალობით, საგრძნობლად გავიზარდე და განვავითარე ჩემი უნარები გრაფიკულ დიზაინში. „სქილვილში“ არა მარტო სასურველ პროფესიას დაეუფლებით, არამედ საშუალება გეძლევათ, განავითაროთ უნარები კარიერული ზრდის თვალსაზრით. მადლობა „სქილვილს“ ამ შესაძლებლობებისთვის!”. მოთხოვნის გათვალისწინებით, „სქილვილმა“ მოხსნა შეზღუდვა კურსებზე ჩარიცხვის პერიოდულობაზე და ახლა უკვე წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ მსურველებს, შემოვიდნენ „სქილვილის“ ვებ-გვერდზე, გაიარონ რეგისტრაცია და ჩაეწერონ უახლოეს ნაკადზე.

„USAID-ის მხარდაჭერით შემუშავებულ და განვითარებულ კურსებზე მიღება ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. ივლისის დასაწყისში ახალმა ნაკადმა დაიწყო სწავლა და ამავე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტების პირველმა კოჰორტამ უკვე დაასრულა სწავლა. ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით როგორც USAID-თან, ისე ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთა ჩართულობა „სქილვილის“ პროგრამების განხორციელებაში საკვანძო მნიშვნელობისაა.”-კონსტანტინე შუბითიძე, ონლაინ ნეო უნივერსიტეტ „სქილვილის“ აკადემიური დირექტორი.

„სქილვილი“ არის ნეო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს სწავლის უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. 3-კომპონენტიანი სწავლების თანამედროვე მეთოდი კი სტუდენტებს ეხმარება, აღიჭურვონ დასაქმების ბაზრისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით და კარიერული წარმატებისთვის საჭირო კომპეტენციით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები