დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ურყევია ქართველი ხალხის ნება დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - პრეზიდენტი

ურყევია ქართველი ხალხის ნება დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - პრეზიდენტი

30-05-2023 23:37:12

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი ხალხის ნება, შეუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოებისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება ევროპული პერსპექტივისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას და შთამბეჭდავს უწოდებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართ ქართველი ხალხის ნების ღია გამოხატულებას. პრეზიდენტები, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მჭიდრო კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები