დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უპირატესობა, რის გამოც მომხმარებელი Scoot Scoot - ს ირჩევს

უპირატესობა, რის გამოც მომხმარებელი Scoot Scoot - ს ირჩევს

14-10-2023 10:00:39

Scoot Scoot - ის ტრანსპორტზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.  ცხადია, ამას განაპირობებს ზოგადად ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ გაზრდილი ინტერესი დამომხმარებლის ქცევა. თუმცა როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი მონავარდისაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, Scoot Scoot - ის შემთხვევაში ეს არის ასორტიმენტი დაბრენდები, რაც ამ გუნდის  სიძლიერე და კონკურენტული უპირატესობაა.

,,ორთვლიანი ტრანსპორტის მიმართ დამოკიდებულება იცვლება და იგი უფრო მოთხოვნადი დასაინტერესო ხდება მომხმარებლისთვის. გარდა იმისა, რომ კომფორტულია, ასოცირდება თავისუფლებასთან, სილაღესთან და დრაივთან, რითაც განსაკუთრებით ახალგაზრდებს იზიდავსამიტომაც ჩვენი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდობაა. შემთხვევითი არ არის, რომბაზრის 50% გვიკავიაუმეტესობა, ვინც ზოგადად ორთვლიან ტრანსპორტზე გადაჯდომას ისურვებსდა თუ გადაწყვეტს ამ ტრანსპორტის ყოლას, აუცილებლად ჩვენთან მოდის. მთავარი არგუმენტია,რომ ხელმისაწვდომი ტრანსპორტია, თავისუფალი, ევროპაში ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ბაზარი და არც ჩვენთან არის გამონაკლისი. გვაქვს საუკეთესო ბრენდები, რაც ჩვენი სიძლიერე და კონკურენტული უპირატესობაა, საკმაოდ სწრაფი ტემპით ვიზრდებით და ვვითარდებით. დღეს უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ ბაზრის ,,დრაივერები“  ჩვენ ვართ“, - აცხადებს გიორგი მონავარდისაშვილი.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, სკუტერებზე, მოპედებსა და უკვე ველოსიპედებზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა.

,,აქამდე უფრო მეტად თავგადასავლების მოყვარული ადამიანები ინტერესდებოდნენ ასეთი ტექნიკით, მაგრამ მათ რიცხვს უფრო და უფრო ემატება ის ხალხი,  რომელსაც  პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სჭირდება ინტენსიური გადაადგილება. ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტთან შედარებით,  ხარჯის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაცაა“, - ამბობს მონავარდისაშვილი.

ცნობისთვის, Scoot Scoot - წარმატებული სტარტაპია, რომელიც საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა. კომპანია ფილიალებს მაღაზიებსა თბილისსა და  ბათუმში.

Scoot Scoot -ის სერვისები დაინერგა ბაქოშიც, სადაც წელს ახალი მაღაზია გაიხსნა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები