„თანამედროვე ომის ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, შესყიდული და შემოტანილია ამერიკული მრავალფუნქციური სარადარო სისტემები. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულებები რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების შეძენაზე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა. .
„ჩვენ დავიწყეთ ავტორიტეტულ პოლონურ კომპანიასთან ერთად საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერება. შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსის“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ აქტიურად მუშაობს WARMATE-ის ტიპის (ტაქტიკურ სადაზვერვო) უპილოტო საფრენი აპარატისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის (ოპერატიულ-ტაქტიკური დონის) წარმოებისა და აწყობის პროცესზე.
აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად და წლის ბოლოსთვის დასრულდება საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პირველი ეტაპი.“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა