დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება - NDI

უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება - NDI

11-12-2023 14:11:06

3000+ ლარზე მეტს კომფორტულად ცხოვრებისთვის საკმარისად გამოკითხულთა 41% ასახელებს, - ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 

NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისში მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ 4000 ლარზე მეტი სჭირდებათ, ხოლო სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობის თქმით, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ.

კომფორტულად ცხოვრებისთვის საკმარისად მიიჩნევს 1000 ლარამდე თანხას გამოკითხულთა - 7%; 1001-2000 ლარამდე - 22%; 2001-3000 ლარი - 22%; 3001-4000 ლარი - 9%; 4001+ ლარი - 32%;
კიხვაზე პასუხი არ აქვს - 6%-ს, ხოლო პასუხზე უარს აცხადებს - 1%.

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები