დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - TOP-5 პროდუქტი რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - TOP-5 პროდუქტი რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

21-12-2023 09:00:00

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უკრაინაში 92,455.00 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც ექსპორტის 58%-იან კლებას აფიქსირებს. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ უკრაინაში 222,447.74 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც საქართველო უკრაინაში ექსპორტიდან 307,435.71 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, თუმცა 2022 წლის 24 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და ცხადია, რომ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები შესუსტდა. 

2023 წლის 11 თვის მაჩვენებლებით საქართველოდან უკრაინაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ეთილის სპირტია, რომელზედაც უკრაინაში ექსპორტის 24%-ი მოდის. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო უკრაინაში ყიდის:

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 21,846.67 ათასი დოლარი,
  •  მსუბუქი ავტომობილები - 16,092.59 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13,221.71 ათასი დოლარი,
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 12,645.69 ათასი დოლარი,
  •  ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 5,437.67 ათასი დოლარი.

რაც შეეხება უკრაინიდან იმპორტს 7%-იანი კლება ფიქსირდება. თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში  უკრაინიდან იმპორტმა 234,088.15 ათასი დოლარი შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 251,918.27 ათასი დოლარი.

უკრაინაში იმპორტის 15%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.  მეორე ადგილზე საკონდიტრო ნაწარმია. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო უკრაინიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 34,755.82 ათასი დოლარი,
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 9,606.87 ათასი დოლარი,
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 9,560.34 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7,418.62 ათასი დოლარი,
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 6,920.26 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები