ზაფხულის დატვირთული სეზონის შემდეგ ,,ტერასა სიღნაღი" ახალი შემართებით აგრძელებს საქმიანობას. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი მარიამ ბეროშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, განსაკუთრებით უქმეებია დატვირთული. პარალელურად ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის, მუშაობას კი შიდა სივრცეში გააგრძელებენ.
,,მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით შიდა ტურისტები აქტიურობენ. ულამაზესი ხედები, მრავალფეროვანი სამზარეულო და ხარისხიანი სერვისი მთავარი ფაქტორებია, რაც მომხმარებელს იზიდავს. განსაკუთრებით ხედებს გამოვყოფ, საოცრად შთამბეჭდავი სანახაობა იშლება ჩვენი ტერასიდან, რომელიც ალაზნის ველს, მთელ სიღნაღს და კავკასიონის ქედს გადაჰყურებს. ზღაპრული სანახაობაა, ზაფხულში ვიზიტორების ნახევარს უცხოელები შეადგენდნენ, ახლაც გვსტუმრობენ, მეტნაკლები დატვირთვით ყველა სეზონზე ვმუშაობთ, ამჟამად განსაკუთრებით ,,ვიქენდზეა" მოთხოვნა. თუკი ჩვეულებრივ პერიოდში, ვთქვათ, 20-25 მაგიდა იშლება, უქმეებზე ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია", - ამბობს მარიამ ბეროშვილი.
რაც შეეხება კულინარიას, ,,ტერასა სიღნაღი" სტუმრებს სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე ევროპულ სამზარეულოს. ვცდილობთ, ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ ტარიფებს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. მომსახურება არ გაგვიძვირებია, ეს იგრძნობა კიდეც, სხვა რესტორნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ყველაზე დაბალია. მომსახურების პირობებით და კულინარიით მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გამორჩეული ნიშა შეგვენარჩუნებინა და გამოგვივიდა კიდეც", - ამბობს მარიამ ბეროშვილი.
ცნობისთვის, „ტერასა სიღნაღი“ 2017 წლის ივლისში გაიხსნა. სარესტორნო ბიზნესში თავიდანვე მთელი ოჯახი იყო ჩართული: და-ძმა და მშობლები.
რესტორნის გარე სივრცე დაახლოებით 130 ადამიანისთვის არის განკუთვნილი. შიდა სივრცე 100-მდე ადგილს იტევს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი