დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„უკანონო პროტესტმა მაღაროების ჩამოქცევა გამოიწვია“ - კომპანია CMC

„უკანონო პროტესტმა მაღაროების ჩამოქცევა გამოიწვია“ - კომპანია CMC

21-08-2024 10:00:00

შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში ჩამოქცევა დაიწყო „უკანონო პროტესტმა მაღაროების ჩამოქცევა გამოიწვია“, კომპანია CMC-ი.

ხუთ თვეზე მეტია ჭიათურაში მდებარე ორ მაღაროში გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა, რის გამოც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში ჩამოქცევის პროცესები დაიწყო.

რადიკალურ ჯგუფს მაღაროები თვითნებურად აქვთ გადაკეტილი და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს მუშაობის უფლებას არ აძლევენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მაღაროების ყოველდღიური გადამაგრებაა საჭირო, რათა ადგილზე გვირაბების ჩამოქცევა, დატბორვა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება კიდევ უფრო არ გაფართოვდეს. ამასთან, მაღაროებში გამორთულია განიავების სისტემები. „მაღაროების პარალიზებამ გამოიწვია გამაგრებითი ხის მასალების ლპობა, აგრეთვე ელექტრო დანადგარების დანესტიანება და გადამაგრებით სამუშაოებზე ტექნიკური პერსონალის ვერ შეყვანა. შედეგად გადამაგრებითი სამუშაოები ვერ ტარდება, შედეგად მოხდა ჩამოქცევა. მაღაროებში უსაფრთხოების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება,“ განაცხადა კომპანია CMC-ის შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ხვიჩიამ.

კომპანიამ არაერთხელ სცადა მაღაროების გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, თუმცა რადიკალური ჯგუფი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. „მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების“ ბრალდებით პროკურატურამ პროტესტის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

CMC

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები