დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Turkish Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდას განიხილავს

Turkish Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდას განიხილავს

25-12-2023 16:13:00

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდას განიხილავს. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის განმარტებით, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულების სიხშირეების ზრდას აეროპორტ „სტამბოლიდან“ განიხილავს.

2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Turkish Airlines-ი აეროპორტ „სტამბოლსა“ და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შორის კვირაში 10 სიხშირით ოპერირებდა.

ცნობილია, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას Turkish Airlines-ის წარმომადგენელი ბათუმში ფათიჰ გულერი ეწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლების გაზრდის მნიშვნელობა განიხილეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები