დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში სამაშველო სამუშაოებში საქართველოდან 100 მაშველი მონაწილეობს

თურქეთში სამაშველო სამუშაოებში საქართველოდან 100 მაშველი მონაწილეობს

09-02-2023 16:28:34

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული.

ძებნა-შველის ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები.

ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.

6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში 7,7-7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შემდეგ თურქეთში ათასზე მეტი მცირე სიძლიერის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17 000-ს გადააჭარბა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები