12 მარტს თურქეთში ქარის ელექტროენერგიის წარმოებამ 212 931 მეგავატ/საათს მიაღწია.
თურქული ენერგოდისტრიბუციული კომპანიის (TEİAŞ) მონაცემებით, ეს რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, იუწყება Anadolu.
წინა დღით თურქეთში 811 ათას 120 მეგავატ/საათ ელექტროენერგია იწარმოებოდა. ამასთან, ელექტროენერგიის 26,3 პროცენტი ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს.
ამას მოსდევს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, რომელთა წილიც - 21,4 პროცენტია და ლიგნიტის ელექტროსადგურები, რომელლთა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, საერთო გამომუშავების - 12,3%-ს შეადგენს.
უახლესი