თურქეთში წლიური ინფლაცია 2024 წლის სექტემბერში 49,38%-მდე შენელდა, მაშინ როდესაც აგვისტოს მაჩვენებლები ინფლაცია ქვეყანაში 51,97%-ს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტი Turkstat-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ჩამოსცდა 50%-ს. 2023 წლის ივლისში თურქეთში ინფლაცია 47,8% იყო.
ეკონომისტების შეფასებით მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ინფლაციის შენელება კვლავ გაგრძელდება.
თვიური მონაცემებით, თურქეთში ინფლაცია 2,97%-მდე გაიზარდა, აგვისტოს 2,47%-ის წინააღმდეგ.
ეკონომისტმა ჰანდე სეკერჩიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ელის, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას 2024 წელს დაიწყებს.
”ფაქტობრივად, შერბილება შეიძლება გადაიდოს 2025 წლამდე, როდესაც ინფლაცია სტაბილურად გაუმჯობესდება,” - თქვა მან.
საგულისხმოა, რომ 2024 წლის მარტიდან თურქეთში ძირითადი განაკვეთი 50%-ზე რჩება.
უახლესი
27 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს