დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურიზმის ადმინისტრაციასთან ევროპულ ბაზარზე მეტ აქტივობას ვგეგმავთ, გვინდა დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა -  ვალერი ჩეხერია

ტურიზმის ადმინისტრაციასთან ევროპულ ბაზარზე მეტ აქტივობას ვგეგმავთ, გვინდა დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა - ვალერი ჩეხერია

09-09-2023 17:00:00

ტურისტების რაოდენობა მართლაც არ დაეტყო სასტუმრო სექტორს, რაც ქვეყანამ მიიღო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ 2023 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას განაცხადა.

ამის მიზეზი კი რუსეთიდან შემოსული ტურისტების თუ მოგზაურების უმეტესწილად ბინებში დარჩენა იყო, რომლებსაც ისინი Airbnb-ის მეშვეობით ქირაობდნენ.

ჩეხერია ამბობს, რომ ომის გამო ქვეყანას ევროპელი ტურისტი დააკლდა. 

„წლევანდელ ტურისტულ სეზონს ცუდს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. უფრო კარგი გვინდოდა, რომ ყოფილიყო რა საკვირველია, ომი არის ის ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ტურიზმის სფეროს. ჩვენ ვერ გავექცევით ამ რეალობას იმიტომ, რომ ამ რეგიონში ვართ. ვერ მივიღეთ ბევრი ევროპელი ტურისტი, სამწუხაროდ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება. რასაც ვუყურებთ, 2024 წელი უფრო კარგი უნდა იყოს“,- აცხადებს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.

იმისათვის, რომ ქვეყანამ უფრო მეტი ევროპელი და მაღალმხარჯველი ტურისტი მოიზიდოს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მარკეტინგულ კამპანიებში Rooms Hotel-იც აქტიურად ჩაერთვება.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ვგეგმავთ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი აქტივობა ევროპულ ბაზარზე და დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყანაა.

უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ იმ ქვეყნებზე, სადაც გვაქვს პირდაპირი ფრენები, რომ უფრო მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტი დავაინტერესოთ და წამოვიყვანოთ“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

2023 წლის II კვარტალში ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (68.9%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (30.4%-იანი წილი). ამის შესახებ აღნიშნულია გალტ & თაგარტის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (25.0% წილი ჯამურ ვიზიტებში), რუსეთიდან (21.9% წილი) და სომხეთიდან (14.7% წილი).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები