მინდა ჩვენ მოქალაქეებს ვუთხრა, რომ თუკი ვინმეს სასწრაფოდ გამგზავრება სურს, არის უამრავი რეისი კვიპროსის და ათენის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
„ძალიან მარტივი და იაფია, რომ ლარნაკაზე აიღოს ადამიანმა ბილეთი და შემდგომ გადაჯდომით გაემგზავროს საქართველოში. ასე რომ, ვინმეს თუ სასწრაფოდ უნდა და ვერ შოულობს ბილეთს პირდაპირ რეისზე, არის ეს საშუალება და შეუძლიათ გამოიყენონ“, - აღნიშნა ჟვანიამ.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა