ენერგოომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული განცხადებების რაოდენობამ 399 შეადგენს.
როგორც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშში წერია, 2022 წელს წყალმომარაგების კომპანიების მიმართ წარმოდგენილი საჩივრები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე გაგზავნილი რეკომენდაციებით კომპანიებმა ჩამოაწერეს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა, რაც ჯამში დაახლოებით 76 ათას ლარს შეადგენს.
ხოლო სადავო საკითხებთან მიმართებაში მარეგულირებელი კომისიის მიერ დამცველის 12 შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით ჩამოიწერა 2 ათას ლარამდე“, აღნიშნულია ანგარიშში.
ენერგოომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში ასევე წერია, რომ მოსახლეობის წყლით სისტემური მომარაგების საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
„დახარჯულია მრავალი მილიონი ლარი, თუმცა მოსახლეობა კვლავ აწყდება ყოფით პრობლემებს. იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ არსებობს 24/7 წყალმომარაგება, მოსახლეობა აგროვებს, ინახავს წყალს.
რეგიონებს შორის დიდი სხვაობაა - ბევრ ქალაქსა და სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება შეზღუდულად, განრიგის მიხედვით.
აღნიშნული გარემოება, უმრავლეს შემთხვევაში, გამოწვეულია მწყობრიდან გამოსული და მოძველებული ქსელით და, შესაბამისად, ამორტიზირებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წყალმომარაგების სექტორში.
აღნიშნული საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით ენერგოომბუდსმენის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ წყალმომარაგების სისტემის, მაგისტრალური წყალსადენის, სათავო ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ყველა რეგიონში ატარებს მასშტაბურ ხასიათს.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, დედაქალაქში ლიცენზიატმა კომპანიამ დაიწყო და აწარმოებს ჯამში 79 სარეაბილიტაციო პროექტს, რომელიც მოიცავს როგორც ქსელის, ასევე სატუმბოების, ურდულების, რეგულატორების, რეზერვუარებისა და სხვა ინფრასტრუქტურული აქტივების შეკეთება-განახლების სამუშაოებს.
თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ მხოლოდ სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შექმნა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ასევე მისი შემდგომი ექსპლუატაცია და მართვა. საკითხს, აგრეთვე, ემატება გაუწმენდავი ან არასაკმარისად გაწმენდილი ნარჩენების ჩაშვება საკანალიზაციო ქსელში, რაც იწვევს ქსელის გაჭედვას, ზიანს აყენებს გარემოს.
ყოველივე ზემოაღნიშნული პირობების დაცვის მიზნით და ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხის შესანარჩუნებლად საჭიროა ღონისძიებების ფართო სპექტრის განხორციელება. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ ქვეყნის მასშტაბით წყლის სისტემური უზრუნველყოფის მისაღწევად მიზანშეწონილია, გაიზარდოს ლიცენზირებული კომპანიების დაფარვის არეალი.
ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და მასთან ერთად მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური წყლის 18 მიმწოდებელი კომპანიების მიმართ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეძლებენ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას. წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მომსახურების ხარისხი. მარეგულირებელი კომისიის მიერ ამ მიზნით შემუშავებულია არაერთი ნორმატიული აქტი. კომპანიებმა კი, თავის მხრივ, უნდა შეძლონ სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ვალდებულნი არიან, მომხმარებელთა საჭიროებებს მოარგონ და დაამკვიდრონ მომსახურების მაღალი სტანდარტი, გარდა ამისა, ეფექტურად მართონ ქსელი და ინფრასტრუქტურა“, წერია ანგარიშში.
უახლესი