დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რომელი საგანი აირჩია 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა

ცნობილია, რომელი საგანი აირჩია 2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა

19-04-2023 13:37:13

naec.ge-ს მონაცემებით, 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ისტორია აირჩია 22 200-მდე  აბიტურიენტმა;
  • მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
  • ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
  • სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეტანათ ცვლილებები ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში ან შეეცვალათ გამოცდის ენა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები