საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 92.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის მონაცემების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციებში ეროვნულ ბანკს მონაწილეობა არ განუხორციელებია.
„BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა მარტის განმავლობაში 127.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 35.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მარტში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 381.2 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,569.8 მლნ ლარს გაუტოლდა.
მარტში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 170.9 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 190.0 მლნ ლარით გაიზარდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი 222.2 მლნ ლარით გაიზარდა. მარტში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, მარტში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 412.1 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 2,605.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მარტში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 504.6 მლნ ლარით გაიზარდა, ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 405.1 მლნ ლარით გაიზარდა“, - აღნიშნულია სებ-ის „თვის ანგარიშში“.
მარტში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 170.9 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 190.0 მლნ ლარით გაიზარდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი 222.2 მლნ ლარით გაიზარდა. მარტში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, მარტში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 412.1 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 2,605.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მარტში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 504.6 მლნ ლარით გაიზარდა, ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 405.1 მლნ ლარით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მარტში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 111.5 მლნ ლარით (1.7%) გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 6.6 მლრდ ლარი შეადგინა. მონეტარული ბაზა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით წინა თვესთან შედარებით, 37.5 მლნ ლარით (0.6%-ით) გაიზარდა.
უახლესი
14 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა