დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლიურ ჭრილში სასტუმროების ფასები ყველაზე მეტად შიდა ქართლში გაძვირდა

წლიურ ჭრილში სასტუმროების ფასები ყველაზე მეტად შიდა ქართლში გაძვირდა

12-06-2023 19:00:51

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის მაისში, 2023 წლის აპრილთან შედარებით, 12.0%- ით გაიზარდა. როგორც PMC Research-ის მიერ გაკეთებულ ანგარიშშია აღნიშნულია, საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.4%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.1%-ით შემცირდა.

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (36.7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლსა და რაჭაში (0.0%).

„2023 წლის მაისში, 2022 წლის მაისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 19.4%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (23.7%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (2.8%).

2023 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 166 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 270 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების7 საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 409 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 584 ლარი შეადგინა, თბილისში - 515 ლარი, კახეთში - 506 ლარი, ხოლო აჭარაში - 369 ლარი“, - განმარტავენ PMC Research-ში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები