დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცესკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცესკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

06-08-2024 18:50:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიგამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა  დეტალურად ისაუბრა არჩევნებისმნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნებისისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდებაგიორგიკალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისპროცესზესაგანმანათლებლო პროექტებსა და ცესკოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიისმიმდინარეობაზეც, რომელიც ამომრჩევლებისთვის ტექნოლოგიების გაცნობას ემსახურება

 

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პროცესია. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვის პირველი ნაბიჯი კი სწორედსაარჩევნო უფლების გამოყენებაა.

 

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი კალანდარიშვილმაახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისბიბლიოთეკაც დაათვალიერეს.

 

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.


მსგავსი სიახლეები