ქვემო ქართლის ახალი სავიზიტო ბარათი „კასს ლენდი“ ტურისტების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს. ულტრათანამედროვე ტურისტული ობიექტს 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით 70 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და ეს რიცხვი კიდევ იზრდება.
როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia - ს აცნობეს, ვიზიტორების მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო ზაფხულის სეზონზე. შარშანდელთან შედარებით 25%-ითაა მაჩვენებელი გაზრდილი, სექტემბრის თვეში კი 40%ით
„მაღალი აქტივობით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები -საქართველო, რუსეთი, ისრაელი, ინდოეთი, ემირატები, საუდის არაბეთი, სომხეთი, ყაზახეთი და ა.შ“, - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება სიახლეებს, წალკის კანონთან ახალი, 53 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულდა და ამ წლის შემოდგომაზე იგეგმება სატესტო რეჟიმში გახსნა, ხოლო ოფიციალური გახსნა მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
სამომავლოდ, კომპანია გეგმავს წალკის კანიონთან აკვაპარკის მშენებლობასა და ვილჰაუსების მოწყობას. გარდა ამისა, იგეგმება სარესტორნო სივრცეში განახლებული მენიუს წარდგენა, რის შემდეგაც სტუმრებს მრავალფეროვანი არჩევის შესაძლებლობა ექნება.
წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
უახლესი