საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელშიც ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები, რომლებიც ყველა გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება.
„საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა