PISA-ს განათლების კვლევის მიხედვით, საქართველო, წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილს იკავებს.
კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.
მათემატიკაში საქართველოს მაჩვენებელი 8 ქულით გაუარესდა და ამჟამად 390 ქულა აქვს, კითხვის მაჩვენებელი კი 6 ქულით 374 ქულამდე შემცირდა, 1 ქულით გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ქულა და ის ახლა 384-ს შეადგენს
რაც შეეხება PISA-ს ათეულს ადგილები ასე გადანაწილდა:
NAEC-ის ცნობით, PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს.
საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოსცადეს მათემატიკის კოგნიტური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები.
“მიუხედავად ამ პერიოდში არსებული პანდემიური ფონისა, საქართველომ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილეობის მაჩვენებლის ჩვენება OECD-სა და პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით 98% (15 წლის მოსწავლეების 95%-ის დაფარვა). საქართველოდან ტესტირებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6,583 მოსწავლე. სკოლის დირექტორის კითხვარი შეავსო 267-მა დირექტორმა, მასწავლებლის კითხვარი კი – 3,202-მა პედაგოგმა, ხოლო მშობლის კითხვარი – 6,252-მა მშობელმა/მეურვემ. PISA 2022 წლის ტესტირებისას საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 76% ირიცხებოდა მე-10 კლასში”, – აღნიშნულია NAEC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა