დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტრაგედიის ადგილი არის ჩვენი სამშენებლო ობიექტის ფარგლებს გარეთ და ამ ტერიტორიასთან ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვაქვს - კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელი

ტრაგედიის ადგილი არის ჩვენი სამშენებლო ობიექტის ფარგლებს გარეთ და ამ ტერიტორიასთან ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვაქვს - კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელი

16-02-2025 11:45:00

ბათუმში „ოცნების ქალაქში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელმა დავით ანდღულაძემ კომენტარი გააკეთა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.

„ვუსამძიმრებთ ამ ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს. მართლაც საშინელი ტრაგედიაა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ სად მოხდა ეს შემთხვევა, შემთხვევის ადგილი, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, არის ჩვენი სამშენებლო ობიექტის ფარგლებს გარეთ და ამ ტერიტორიასთან ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვაქვს“, - განაცხადა ანდღულაძემ.

ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები