დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის და ყიდულობს

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის და ყიდულობს

13-02-2025 15:00:00

გერმანიაში ექსპორტი 6%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი 38%-იან ზრდას. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ გერმანიაში 53,463.75 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2023 წელს ექსპორტმა 57,017.39 ათასი დოლარი შეადგინა. კლება 6,2%-ის დონეზეა. საქართველოდან გერმანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი  თხილი და კაკალია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 9,218.22 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5,873.66 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 5,101.12 ათასი დოლარი;
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 4,782.23 ათასი დოლარი;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 3,720.94 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, 37.8%-იანი ზრდაა. 2024 წელს საქართველომ გერმანიდან 1,312,808.72 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა. 2023 წელს კი 974,104.28 ათასი დოლარის. გერმანიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 647,666.86 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 69,745.46 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 48,028.23 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 38,583.91 ათასი დოლარი;
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 23,059.36 ათასი დოლარი;

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები