დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

15-04-2024 12:31:00

სებ-ის მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 97.3% მოდიოდა.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია - $53.00 მლნ -კლება - 76.30%;
  • იტალია - $46.67 - ზრდა - 7.53%;
  • აშშ - $44.76 - ზრდა - 24%;
  • ისრაელი - $21.10 - ზრდა - 12.51%;
  • საბერძნეთი - $20.96 - ზრდა - 7.09%;

2024 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მარტის (30.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები