დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა

TOP 5 ქვეყანა, სადაც ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა

20-03-2025 14:59:00

საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე 16,629.94 ათასი დოლარის ღირებულების 17,072.86 ტონა ფეროშენადნობები გავიდა. 2024 წლის 2 თვის სტატისტიკით კი 281,516.46 ტონა. კლება 94%-ია.

მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში  ფეროშენადნობების  ექსპორტი  17 ქვეყანაში განხორციელდა, საიდანაც ლიდერი ესპანეთია, რომელზეც ექსპორტის 25%-ი მოდის.

TOP 5 ქვეყანა, სადაც ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა: 

ესპანეთი - 17072.86 ტონა,

თურქეთი - 3,689.45 ტონა,

საფრანგეთი - 2,000.02 ტონა,

აზერბაიჯანი - 1,156.00 ტონა,

საბერძნეთი - 1,100.00 ტონა.

საგულისხმოა, რომ საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტმა რეკორდი 2021 წელს დაამყარა, როდესაც ექსპორტზე 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გავიდა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები