დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს

22-05-2024 16:00:00

ქვეყანაში მობილური ტელეფონების იმპორტი, ღირებულებით ნაწილში, 12%-იან კლებას აჩვენებს. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 84,185.53 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შემოვიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73,960.74 ათასი დოლარის ღირებულების ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის სატელეფონო აპარატები.

2024 წლის 4 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული მობილური ტელეფონების 56%-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოდის. 

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 41,510.87 ათასი დოლარი
  • ჩეხეთი - 17,064.43 ათასი დოლარი
  • ვიეტნამი - 7,650.45 ათასი დოლარი
  •  ჰონ-კონგი -  2,609.71 ათასი დოლარი
  • ინდოეთი - 2,477.22 ათასი დოლარი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები