წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ტრანსპორტის ფასები შემცირდა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ამ ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-13.2 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებასა (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.7 პროცენტი);
მეორე ადგილზეა ჯანმრთელობის დაცვა, სადაც ფასების 7,3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი).
მესამე ადგილზეა კავშირგაბმულობა, სადაც ფასების 2.7%-იანი კლებაა.
უახლესი