დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP - 3 კომპანია, რომელიც საქართველოში საცალო ვაჭრობის ბაზრის  61.3%-ს იკავებს - Galt & Taggart

TOP - 3 კომპანია, რომელიც საქართველოში საცალო ვაჭრობის ბაზრის 61.3%-ს იკავებს - Galt & Taggart

13-12-2024 17:01:00

ბაზრის ახალი ლიდერია დეილი ჯგუფი ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.6%-ით, ხოლო მთლიანი ბაზრის 9.8%-იანი წილით, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული. 

2024 წელს, ბაზრის ტოპ 20-ეულში შემავალი რამდენიმე კომპანია გაერთიანდა.

ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს ფუდმარტი (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), შპს დეილი, შპს გვირილა რითეილი (გვირილა) და შპს რითეილ ჯგუფი (მაგნიტი). 7

შედეგად, დეილი ჰოლდინგი ფლობს 1,600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

2024 წლის 10 თვის გაყიდვებში, დეილი ჯგუფი ქსელური ბაზრის 27.6%-ს იკავებს.

მეორე ადგილზეა ნიკორა, 17.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე 2-ნაბიჯი 16.8%-იანი წილით.

ჯამში ტოპ-3 კომპანია ორგანიზებული ბაზრის 61.3%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 38.7% მოდის შედარებით მცირე ზომის 40 ქსელურ მაღაზიაზე.

„2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა. 2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია. აღსანიშნავია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით იზრდება - 2024 წელს ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა წლიურად 14.9%-ით 9.5 მლრდ ლარამდეა მოსალოდნელი, ხოლო სხვა ფორმატების ზრდა 6.1%-ის დონეზე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 40.7%-ია, რაც დინამიკაში მზარდია“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები