ცნობილია TOP 10 კომპანია, სადაც 2024 წლის მაჩვენებლებით ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახორციელდა. როგორც Business Insider Georgia-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, TOP 10 კომპანიების სია ასე გამოიყურება:
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.9 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 170.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4 პროცენტით ნაკლებია.
უახლესი
14 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა14 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა14 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"