თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიში წარადგინა თბილისის საკრებულოს სხდომაზე და საბჭოს მიერ საანგარიშო პერიოდშიგაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს საქმიანობიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების დოკუმენტის მიღებადაასახელა. დოკუმენტი, რომელიც დედაქალაქის საკრებულოსა და მერიაში სექსუალური შევიწროებისპრევენციისა და სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებისსაკითხებსა და პროცედურებს არეგულირებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა.
საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისსაინფორმაციო კამპანიაზე „არა ქალზე ძალადობას“, რომელსაც საბჭო სახელმწიფო ზრუნვისა დატრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე არსებულ თბილისის კრიზისულცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამავე კამპანიის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო გასულ წელსაც შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.
ანგარიშის წარდგენისას თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ საბჭოს მიერ გასულ წელს დაწყებულისაინფორმაციო კამპანია ,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დამისი მიზანი ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო. მისივეთქმით, კამპანია საბჭოს ინიციატივით, „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნული სკრინინგ ცენტრისჩართულობით ხორციელდება და მის ფარგლებში არაერთი აქტივობა ჩატარდა.
თინათინ ნიბლოშვილმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საბჭოს ინიციატივით დაავადებათასკრინინგის პროგრამის შესახებ დაბეჭდილ საინფორმაციო ბროშურებზე, რომლებიც მომზადებულია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებისათვისინფორმაციის მშობლიურ ენაზე მიწოდებას.
სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა ვრცლად ისაუბრა საბჭოს მიერ ქალი მსჯავრდებულებისრეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე, რომელთაც გენდერული თანასწორობის საბჭო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთანთანამშრომლობით ატარებს.
გამოსვლის დასასრულს თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა საბჭოს ინიციატივითა და USAID-ისადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გასული წლის ბოლოს დაწყებული თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარებას. მისივე განმარტებით, რეკომენდაციები, რომლებსაც გენდერული აუდიტის ჩატარების შემდეგ USAID-ის ექსპერტები გასცემენ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებაგენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის, საბჭოს სამომავლო მიზნებისა და ამოცანებისთვის.
უახლესი
2 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი