დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TIME-ის მიერ ქუთაისის 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელება იმერეთის და მისი ტურისტული ინდუსტრიის დიდი საერთაშორისო აღიარებაა - მარიამ ქვრივიშვილი

TIME-ის მიერ ქუთაისის 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელება იმერეთის და მისი ტურისტული ინდუსტრიის დიდი საერთაშორისო აღიარებაა - მარიამ ქვრივიშვილი

30-07-2024 01:42:00

გავლენიანმა გამოცემამ TIME-მა ქუთაისი 100 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

„ეს არის იმერეთის და მისი ტურისტული ინდუსტრიის დიდი საერთაშორისო აღიარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცნობადობასთან ერთად პოპულარიზება გავუწიოთ რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებსაც და ამ მხრივ, იმერეთი ნამდვილად გამორჩეული მხარეა თავისი ისტორიით, კულტურის ძეგლებით, დაცული ტერიტორიებით, გასტრონომიით, ღვინის ინდუსტრიით და სხვ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მუდმივად ვეწევით იმერეთის პოპულარიზებას. გარდა ამისა, ქვეყნის ყველაზე მზარდი აეროპორტის სიახლოვე ასევე პოზიტიურად აისახება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებაზე საქართველოს ამ უძველეს ქალაქში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდებოდეს მეტი ფრენა მეტი მიმართულებით. მგზავრთნაკადის მატება, ბუნებრივია, ზრდის ინტერესს ქუთაისისა და ზოგადად იმერეთის ტურისტული ობიექტებისა და სერვისების მიმართ. TIME-მა კარგად შენიშნა ეს ტენდენცია, რაც ქუთაისის მიმართ არსებობს საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით, თუმცა, პოტენციალი გაცილებით დიდია,“ - ასე გამოეხმაურა TIME-ის გამოცემას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს აღიარება არის იმ მარკეტინგული კამპანიების შედეგი, რომლებიც ხორციელდებოდა და ახლაც მიმდინარეობს ქუთაისის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულების პოპულარიზების მიმართულებით.

„აღნიშნული აქტივობები დაეხმარება ქუთაისსა და მთლიანად იმერეთის მხარეს სწორ პოზიციონირებას და ცნობადობის უფრო მეტად გაზრდას," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


მსგავსი სიახლეები