დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება - .Net მიმართულება

თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება - .Net მიმართულება

03-06-2024 10:39:00

თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად,თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიურიკონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOpsმიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. 

შეხვედრებზე თიბისი ტექის კონკრეტული მიმართულების თანამშრომლები განიხილავენ იმ დროისთვისრელევანტურ, ტრენდულ მოვლენებს, სიახლეებს, პრაქტიკებსა და გამოწვევებს, აზიარებენ გამოცდილებებს დაერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან. სპიკერებიც, რომლებიც აუდიტორიის წინაშე გამოდიან,თიბისის თანამშრომლები არიან.  

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ამჯერად დეველოპერებისთვის, გასულ კვირას შედგა. აუდიტორიის წინაშე თიბისის5 სპიკერი წარსდგა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ხმის მიცემის შედეგად საუკეთესოდაც დასახელდა და ისსაერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება. 

სპიკერი, რომელმაც თანამშრომლების ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ბექენდ დეველოპერი შაკოტურაშვილია.  მისი პრეზენტაცია კი  .Net aspire-ს ეხებოდა - ახალ ტექნოლოგიას .Net-ში. 

„წინა შეხვედრას დავესწარი. იყვნენ ძალიან საინტერესო გამომსვლელები, საინტერესო თემებით. მათიდახმარებით გავიგე ბევრი სიახლის შესახებ, რამაც ახალი ინტერესები გამიჩინა. ამის გამო წელს მეც მომინდა,მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის სიახლეები გამეზიარებინა.  შევარჩიე თემა, რომელიც მეც ძალიანმაინტერესებს. ამასთან, სიახლეა და მასზე ბევრმა არ იცის. ამიტომაც, მინდოდა, ის სხვებისთვისაც გამეცნო". 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ამისთვის კომპანიაში ყოველკვირეულად ტარდება თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარებისონლაინ სესიები, რაც ხაზს უსვამს თიბისის  თანამშრომლებზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები