კომპანია Akustiko უკვე ათი წელია, რაც ქართულ ბაზარზე საქმიანობს. აკუსტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია 2014 წელს დაარსდა – იმ დროს, როცა ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ბიზნესი არ არსებობდა. Akustiko-ს დამფუძნებლისა და დირექტორის, ავთანდილ კრავეიშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში, პოტენციური ბიზნეს რისკების გათვალისწინებით სრულიად უცხო ბიზნესის წამოწყება ჭარბი ადრენალინის წყარო იყო და ერთგვარ შემოქმედებით იმპულსსაც შეიცავდა. სწორედ ამან მისცა ბიძგი, შეექმნა რაღაც საინტერესო, მეტი ვიდრე უბრალოდ ბიზნესი.
„2012-13 წლებში მსგავსი პროფილის კომპანიები საქართველოში არ არსებობდა. სამშენებლო-სარემონტო მასალების დახლები ფაქტობრივად ცარიელი იყო ყველანაირი აკუსტიკური პროდუქტებისგან. ცნობიერების დონეც ძალზე დაბალი იყო. იმდენად დაბალი, რომ როდესაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს ოფისში აკუსტიკის საჭიროებაზე ვესაუბრებოდით, უმეტეს შემთხვევაში მათი ფიქრი ხმის ჩამწერი სტუდიებისა და საკონცერტო დარბაზებისკენ მიდიოდა. უკვირდათ, თუ რა შუაში იყო ოფისთან აკუსტიკა. სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი პირველი კლიენტი სწორედ თიბისი იყო. ჩვენ შევასრულეთ ბანკის სატელეფონო ცენტრის სრული შიდა აკუსტიკური მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მახსოვს, როგორ თამამად და სრული ნდობით გამოგვყვა თიბისის მენეჯმენტი. დღემდე ძალიან ქმედითად გვიდგანან მხარში საბანკო პროდუქტებისა და სერვისების კუთხით და ჩვენც, თიბისის არაერთ პროექტში ვმონაწილეობთ – მათ შორის, ვგეგმავთ ლისზე ახალი სათაო ოფისის პროექტში შესაბამისი სერვისებისა და პროდუქციის მიწოდებას“.
Akustiko-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქტები და სერვისი ძალზე მრავალფეროვანია და ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას აკმაყოფილებს. აკუსტიკური აზომვები და კვლევა-დიაგნოსტირება პირველია, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს, რათა დადგინდეს პრობლემის არსი. მეორე ეტაპი არის აკუსტიკური პროექტის მომზადება, რაც გულისხმობს აკუსტიკურ გაანგარიშებებს და მოდელირებას. მესამე ეტაპი კი მოიცავს, როგორც არსებული პრობლემის მოგვარების, ისე პოტენციური პრობლემის პრევენციული ღონისძიებების ბიუჯეტირებას და კომერციული წინადადების მომზადებას – ისეთი ხმის საიზოლაციო თუ აკუსტიკური პროდუქციის შეთავაზებას, რომელიც ზუსტადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებას.
Akustiko გვთავაზობს ევროპულ ტექნოლოგიებს და მათი პარტნიორები უმეტესად ევროპელი მწარმოებლები არიან. აზიელი მწარმოებლების პროდუქციას კომპანია ერიდება, რადგან მათი პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუსტად უნდა იცოდნენ პროდუქტის რეალური ტექნიკურ-აკუსტიკური პარამეტრები (ხმის იზოლაცია, აკუსტიკა, ხანძარმედეგობა, ეკოლოგიურობა, მდგრადობა ტენიანობის მიმართ), ხოლო ამის გარანტია არის ევროპული და, ზოგიერთ შემთხვევებში, თურქული ლაბორატორიები. სწორედ ეს განაპირობებს პროფესიული რისკების ნულამდე შემცირებას. სხვათა შორის, კომპანიას აქვს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელსაც უზრუნველყოფს თიბისი დაზღვევა.
კომპანიის პროდუქცია, შეიძლება, სამ კატეგორიად დაიყოს. პირველში შედის ხმის საიზოლაციო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება კედლის, იატაკის, ჭერის იზოლაციაში. ეს არის სისტემები, რომლებიც ერთი სივრციდან მეორეში ხმის იზოლაციისთვის გამოიყენება. მეორე კატეგორიას განეკუთვნება შიდა აკუსტიკური პროდუქტები – შეკიდული აკუსტიკური ჭერები, აკუსტიკური კედლის მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სივრცეში ექოების და შიდა ხმაურის შემცირებას. გარდა ამ ორი კატეგორიისა, Akustiko მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციას საინჟინრო დანადგარებისთვის – პროდუქტებს, რომლებიც დანადგარების ვიბრაციისა და ხმაურის შემცირებას უწყობს ხელს.
Akustiko ქართული ბაზრის პიონერი და ლიდერია ხმის იზოლაციის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების სფეროში. ამას კომპანიის მიერ წამოწყებული მორიგი თამამი პროექტიც ცხადყოფს, რომელიც უკავშირდება ქართული წარმოების ხმის საიზოლაციო პროდუქტების წარმოებას – ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
„კომპანია უკვე აწარმოებს ქართულ ვიბროსაიზოლაციო სამაგრებსა და საკიდებს. ასევე ვგეგმავთ ხმის საიზოლაციო სისტემების წარმოებას. სატესტო ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, წლის ბოლოს გვექნება ლაბორატორიულად სერტიფიცირებული ქართული წარმოების ხმის საიზოლაციო პროდუქტი, რომელიც მობინადრემ თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს, როგორც დასრულებულ ბინაში, ისე მიმდინარე რემონტის დროს. მათი გამოყენება ოფისებსა და სასტუმროებშიც იქნება შეიძლება“.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება