30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთაასოციაციის ორგანიზებით, წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. თიბისი, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია.
ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, მკითხველებს ექსპო ჯორჯიას პავილიონებშიუმასპინძლებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა დასხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში მოეწყობა საბავშვოწიგნების და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.
წელს, პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების მოპირდაპირედ,გაიმართება ფლიმარკეტი. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვარიელებელსსხვადასხვა აქსესუარსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ.
თიბისისთვის მნიშვნელოვანია განათლების და ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალზე, შერჩეულ გამომცემლებთან, თიბისის მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათის მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ და გადახდილი თანხის 40%-ს უკან დაიბრუნებენ. თიბისის სივრცეში, მე-11 პავილიონში, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ შეუკვეთონ და ადგილზე გაიაქტიურონ მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათები და ისარგებლონ საფესტივალო შეთავაზებებით.
უახლესი