დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთვის 38.2 მილიონ დოლარს გამოყოფს

თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთვის 38.2 მილიონ დოლარს გამოყოფს

18-07-2024 13:34:00

უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკიუზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალიკაპიტალის ინვესტირებით, პროდუქტების გაფართოებისათვის 38,2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბანკიქვეყანაში ადგილობრივი საქმიანობის გაფართოებას და ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გამოცემა ტექნოლოგიების შესახებ TechCrunch-ი წერს.

აღნიშნული კაპიტალიდან თიბისი ბანკის ჯგუფს 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეკუთვნის, ხოლოევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და მსოფლიო ბანკის საერთაშორისოსაფინანსო კორპორაციის (IFC) მონაწილეობა თითოეულზე 7,6 მილიონი დოლარით განისაზღვრა.      

სანამ თიბისი შემოვიდოდა, უზბეკეთში საბანკო აპლიკაციები არ არსებობდა. ოთხი წლის მანძილზებანკების უმეტესობამ მობილური აპლიკაციები დანერგა, მაგრამ ამ სფეროში თიბისი ბევრად წინ არის.  

ახალი ფინანსური პროდუქტების გარდა, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი თავის მობაილბანკში AI გამოცდილებისდანერგვას გეგმავს. შეიქმნა დიდი ენობრივი მოდელი, რომელიც ძირითადად მომხმარებლების მონაცემთაბაზას იყენებს და ხმოვან ასისტენტზე მუშაობს, რათა მის აპლიკაციაში ინტეგრირებული ჩატბოტისმეშვეობით საბანკო და ფინანსური მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს.                                                                                                                                                   

შემოდგომაზე თიბისი ბანკი უზბეკეთი ახალ დაფინანსებას გამოიყენებს, მომავალ წელს კი საკრედიტობარათებს და სადაზღვევო პროდუქტებს დაამატებს,“ -  განაცხადა თიბისი ჯგუფის საერთაშორისო ბიზნესისხელმძღვანელმა ოლივერ ჰიუზმა TechCrunch-თან ექსკლუზიურინტერვიუში.                                                                                        

თიბისი ბანკი უზბეკეთი მომხმარებელს სთავაზობს მობილურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც მათშეუძლიათ გახსნან საბანკო ანგარიშები და მიიღონ მომსახურება, მათ შორის, ნაღდი ფულით გაცემულისესხები და დეპოზიტები, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, საბანკო სერვისები ბანკის ფილიალშიფიზიკურად მისვლის გარეშე მიიღონ.   

მობილური ბანკის გარდა, თიბისი ჯგუფი უზბეკეთი ფლობს Payme- ანუ ციფრული გადახდების აპლიკაციასინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესისთვის, ასევე საკრედიტო ბიზნესს სახელწოდებითPayme Nasiya. დაფარვის არეალის გასაფართოებლად, თიბისი უზბეკეთი ითვალისწინებს ბანკში ამ ორიბიზნესის გამოცდილების ინტეგრირებას და მათ სინქრონიზაციაბანკისოპერაციებთან.                                            

2022 წელი თიბისი ბანკი უზბეკეთმა ზარალის გარეშე დაასრულა, 2023 წელი კი, ბანკის მოგების პირველისრული წელი იყო. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მას 4.8 მილიონი უნიკალური რეგისტრირებულიმომხმარებლის ჰყავს, ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი კი 2024 წლის პირველ კვარტალში 1.2 მილიონი იყო.

მთლიანობაში, თიბისი ჯგუფი უზბეკეთმა, 15 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის ბაზით,მომგებიანობას საქმიანობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ მიაღწია და მიმდინარე წლის პირველკვარტალში შემოსავლების 85%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სტატიის სრული ვერსია:  Techcrunch

                                      

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები