დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერაციების მართვაზე ტრენინგს ჩაატარებს

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერაციების მართვაზე ტრენინგს ჩაატარებს

01-07-2024 18:54:00

თიბისი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას განათლების კუთხით და ამ კამპანიის ფარგლებში მორიგი ტრენინგი 3 და 4 ივლისს გაიმართება. ტრენინგის თემაა როგორ ვმართოთ ოპერაციები ეფექტურად.ლექციებს გაუძღვება ნატო ლომაძე, ოპერაციების სპეციალისტი.

ოპერაციები არის ორგანიზაციის ფუნქცია, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არაკომპანია შექმნას ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინსდა შესაბამისად, იქნება თუ არა იგი კონკურენტუნარიანი.

 

შეხვედრების მიზანია მსმენელებს დაანახოს ოპერაციების როლი ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში და ის, თურამდენად მნიშვნელოვანია ოპერაციების სხვა ფუნქციურ ერთეულებთან კოორდინირება ბიზნეს სტრატეგიისმიზნების მისაღწევად.

 

ლექციებზე განხილული იქნება ასევე სხვადასხვა მიდგომები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაციმართება ოპერაციები.  პროდუქტის და პროცესების დიზაინი, ნედლეულის შესყიდვა, ხარისხისუზრუნველყოფა, მიწოდების ჯაჭვის/მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვანი  საკითხები.

ლექცია I - 3 ივლისი 

  •  ოპერაციები ორგანიზაციაში და პროცესების იერარქია
  • ოპერაციების ისტორია და განვითარების საფეხურები
  • ძირითადი მიმართულებები ოპერაციებში
  • ოპერაციების შესრულების მიზნები
  • პროდუქტიულობა


ლექცია II - 4 ივლისი

  • მოკლე ქეისები პროცესებზე.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

 


მსგავსი სიახლეები