„ტენემ“ საკუთარი კრიპტო ვალუტა - ტენე ტოკენის შექმნა, რომლის კონტრაქტის შინაარსიც კომპანიის აქციის ფლობის იდენტური იქნება. ტოკენის მფლობელს ფასის ცვლილებით სარგებლის მიღების გარდა, კომპანიის წლიური მოგებიდან დივიდენდის მიღების საშუალებაც ექნება. ახალი კრიპტოვალუტა მომხმარებლებისთვის წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Gerogia- თან ,,ტენეს“ დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განაცხადა.
„ჯერჯერობით „ტენე ტოკენი“ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ჩვენს ვებ-გვერდზეა, სადაც ქულების სახით გროვდება. ამ ქულების კონვერტირება, მიგრაცია შესაძლებელი იქნება ტენე ტოკენის ჩაშვების შემდეგ. მეტი სიცხადისთვის, ეს არის კრიპტოვალუტა, იგივე „ტენეს“ ვალუტა. ახალი ბლოქჩეინი არ შეიქმნება, უბრალოდ, არსებულზე, მაგალითად, ეთერიუმის ბლოქჩეინზე დაიწერება ახალი სმარტ კონტრაქტი, რომლის შინაარსიც იქნება კომპანიის აქციის ფლობის იდენტური. ეს ნიშნავს, რომ „ტენე ტოკენის“ შეძენით მომხმარებელი გახდება „ტენეს“ აქციის მფლობელი ციფრულ სამყაროში და მიიღებს ყოველწლიურ სარგებელს, ვთქვათ, 5%-ის ოდენობით. ჩვენი კომპანიისთვის ეს იქნება იაფი ფულის მოზიდვის საშუალება. რაც უფრო წარმატებული გახდება ,,ტენე“, მით უფრო გაიზრდება წარმოება და შესაბამისად, დივიდენდის ოდენობაც მოიმატებს“, - განმარტა სანდრო ლილუაშვილმა.
ტოკენით მიღებული შემოსავალი დამოკიდებული იქნება პლასტმასის გადამუშავების და USB კაბელის წარმოების ზრდაზე.
მისი შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ,,ტენეს“ ოფისში და ბოთლიყლაპია აპარატში პლასტმასის ჩაბარებით, ისე თანხის ონლაინ ჩარიცხვით ტენეს საფულეზე.
უახლესი