2023 წლის თებერვლის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1848 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 132 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,1%-ს შეადგენს.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი რეგიონულ ჭრილში ამგვარია:
თბილისი - 634 (34,3%);
აჭარა - 237 (12,8%);
დასავლეთ საქართველო - 188 (10,2%);
ქვემო ქართლი - 187 (10,1%);
გენერალური პროკურატურა - 160 (8,7%);
შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი -151 (8,2%);
კახეთი - 121 (6,5%);
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 113 (6,1%);
სამცხე-ჯავახეთი - 55 (3%0);
აფხაზეთი - 2 (0,1%);
2023 წლის თებერვლის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (სსკ მუხლები 108-116):
მკვლელობის მცდელობა (სსკ მუხლი 19-108) - 8;
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ მუხლი 109) - 4;
განზრახ მკვლელობა (სსკ მუხლი 108) - 3;
თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ მუხლი 115) - 2;
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (სსკ მუხლი 116) - 1;
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ მუხლი 19-109) - 1;
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი