დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 59 %-ით, რეისების რაოდენობა კი 63%-ით გაიზარდა

თებერვალში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 59 %-ით, რეისების რაოდენობა კი 63%-ით გაიზარდა

15-03-2023 14:19:15

2023 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით  75,733 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის თებერვალი 47,573 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, თებერვლის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო.

თებერვალში აეროპორტში რეისები 63%-ით გაიზარდა და 256 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის თებერვალი - 157 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს.

2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.

უახლესი

42 წუთის წინ

50 წუთის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები