დედაქალაქში ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელებისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში წელს 123%-ით ნაკლები თანხა შევიდა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ მიმართულებით სამართალდარღვევები არის შემცირებული.
ნაერთი ბიუჯეტის იანვარ-აგვისტოს შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 963,435.02 ლარი შევიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ეს მაჩვენებელი 2,148,884.78 ლარს აღწევდა.
საგულისხმოა, რომ 2022 წელს ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში სულ 3,077,265.46 ლარის აკუმულირება მოხდა.
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა