შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკაში, 2023 წლის I კვარტლის (იანვარი-მარტი) მონაცემებით თბილისი პირველია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკებზე შემოწმება 1 241-მა ირმა გაიარა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 928 პირს დაუდასტურდა.
თბილისის მასშტაბით, იანვარ-მარტში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა სიაში 18 წლამდე (არასრულწლოვანი) არცერთი მოქალაქე არ ირიცხება.
18-დან 24 -წლამდე პირთა სიაში 60 კაცია, ხოლო 4 ქალი, - აქედან ნარკოტიკული თრობა 52 კაცსა და 3 ქალს დაუდასტურდა.
იანვარ-მარტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში, 25-დან -44-წლამდე წლის ასაკობრივ ჯგუფში (299 კაცი და 10 ქალი) შეამოწმეს, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 247 კაცსა და 6 ქალს დაუდასტურდა.
45-დან 60-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 68 კაცი და 4 ქალი შემოწმდა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 62-კაცსა და 2 ქალს დაუდგინდა.
60-წელზე ზევით ასაკობრივ ჯგუფში 2 მამაკაცი შემოწმდა, საიდანაც დადებითი შედეგი ერთს დაუდასტურდა.
შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში ნარკოტიკების მოხმარებაზე თბილისში 447 ადამიანი შემოწმდა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 373 პირს დაუდასტურდა.
რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა.
უახლესი
12 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი