თბილისში პრობლემური კვანძების მოწესრიგება დროებით შეჩერებულია, თუმცა ის აუცილებლად განახლდება. ამის შესახებ ამის შესახებ business insider Georgia-ს მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.
როგორც წილოსანი აცხადებს, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო პირდაპირ დაკავშირებულია ერთმანეთთან.
„სამწუხაროდ სატრანსპორტო რეფორმის კვალდაკვალ ქალაქში მძიმე მემკვიდრეობის გამო გვიწევს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ხანგრძლივ დროს მოითხოვს, ვინაიდან ამ დროს მიწისქევეშა კომუნიკაციების გამოცვლაც ხდება. თქვენ იცით, რომ ქალაქში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელიც რა თქმა უნდა გადაადგილების თვალსაზრისით დამატებით დისკომფორტს ქმნის.
ამიტომ ამ ეტაპისთვის კვანძების მოწესრიგების პროცესი შეჩერებულია, თუმცა ის აუცილებლად განახლდება. ქალაქში მობილობასთან დაკავშირებით გვაქვს ყოველწამიერი მონაცემი და პერიოდულად მსგავსი ანალიზი კეთდება, თუმცა როგორც ავღნიშნე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას, მსგავსი კვლევის წარმოება არ ხდება, ვინაიდან ნაკადები სხვაგვარად არის გადანაწილებული და სწორ სურათს არ მოგვცემს”, - აცხადებს ვიქტორ წილოსანი.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა