გერმანიაში, ტრაილერების გაფიცულ ქართველ მძღოლებთან შესახვედრად, სოლიდარობის გამოსახატად და სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ირაკლი პეტრიაშვილი და რაისა ლიპარტელიანი გერმანიაში გაემგზავრნენ.
დღეს ზუსტად იმ დროს, როცა მათი შეხვედრა შედგება, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები პოლონეთის საელჩოსთან 13:00 იკრიბებიან.
„ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს, რომ სიმართლე დასაქმებულების მხარეს არის და ამ ბრძოლას მძღოლები პროფკავშირებთან ერთად აუცილებლად მოიგებენ! შემოგვიერთდით! იქნება სოლიდარობა?! ყველაფერი გამოვა!“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში უკვე მესამე კვირაა 200-მდე მძღოლი, რომელთა შორისაც 50-მდე ქართველია, საკუთარი ნაშრომის ანაზღაურებას ითხოვს.
გაერთიანების ცნობით, ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც პოლონური კომპანიების გაერთიანებაში (Lukmaz; Agmaz; და Imperija) იყვნენ დასაქმებულნი, მუშაობა აუღებელი ხელფასების გამო შეწყვიტეს.
უახლესი
5 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი