თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.
„თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა იგეგმება. რაც გულისხმობს ეფექტურ და მაღალფუნქციურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქალაქის პროგრესულ დაგეგმარებას, ქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგზაო მოძრაობის განტვირთვას.
ჭკვიანი ქალაქის მთავარი დანიშნულებაა მოქალაქეების უკეთ მომსახურება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სენსორული მოწყობილობები, მათი ქსელები და სპეციალური პროგრამული აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც ქალაქის მმართველობა ახერხებს რეალურ დროში აკონტროლოს და მართოს ისეთი საქალაქო სისტემები როგორებიცაა: შუქნიშნები, გარე განათება, კამერები, ელექტრომომარაგების ქსელები, წყალმომარაგების სისტემები, ნარჩენების გატანის სერვისი, პარკინგი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გარემოს დაბინძურების ხარისხი და ა.შ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ნიდერლანდების მაგალითს განიხილავს.
„ნიდერლანდების მთავრობა ქალაქში ჭკვიანი კამერების რაოდენობას ზრდის, რომელიც აფიქსირებს მძღოლებს მობილური ტელეფონების გამოყენებისას.
საცდელმა კამერებმა აჩვენა, რომ 95%-ზე მეტი კანონდამრღვევი ზუსტად არის დაფიქსირებული. კამერები 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
იმის გამო, რომ კამერა მაღალი კუთხით იღებს, შესაძლებელია მძღოლების დაფიქსირება რომლებსაც მობილური ტელეფონი საჭის ქვემოთ უჭირავთ. ნიდერლანდებში მართვის დროს ტელეფონის გამოყენების ჯარიმა 380 ევროა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უახლესი
14 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა